.:ბათუმის საზღვაო აკადემია:.
     
 
 
 
 
     
     
  .:ბათუმის საზღვაო აკადემია:.

სტანდარტები


მოქმედების სფერო და მიზანი
სტანდარტი არის ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ბათუმის საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკის ფუნქციონირებისა და მისი საქმიანობის ხარისხის შენარჩუნება/ზრდის აუცილებელ მინიმალურ მოთხოვნებს.
სტანდარტი ეყრდნობა "უმაღლესი განათლების შესახებ", ასევე "საბიბლიოთეკო საქმის შესახებ" საქართველოს კანონს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდებასა და ეთიკის კოდექსს.
სტანდარტი მიზნად ისახავს ერთი მხრივ ბიბლიოთეკის მისაღწევის აქტივობების ადექვატურ დაგეგმვასა და განხორციელებას, მეორე მხრივ კი საკუთარი საქმიანობის შეფასებასა და განვითარებას, შესაბამისად კი სტანდარტში ცვლილება/დამატებების შეტანას.
სტანდარტი დინამიური დოკუმენტია, რომელის სტრუქტურაც შესაძლებელია დროთა განმავლობაში შეიცვალოს ეროვნულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემაში (მათ შორის ბიბლიოთეკაში) მომხდარი ცვლილებების გათვალისწინების საფუძველზე.

სტანდარტის სტრუქტურა
სტანდარტი შედგება შემდეგი  ძირითადი ნაწილისგან:
1. ადმინისტრაცია;
2. მთავარი სპეციალისტი;
3. უფროსი სპეციალისტი;
4. სპეციალისტი;
5. ფინანსები;
6. ბიბლიოთეკის სერვისები;
6.1. ხელმისაწვდომობა;
6.2. რესურსები, ფონდები და კატალოგები;
6.3. წიგნის ცირკულაციის წესები;
6.4. რიდერით  სარგებლობა;
6.5. კომპიუტერული მომსახურება;
6.6. ასლის გადაღება და მასალის ამობეჭდვა;
6.7. საინფორმაციო რესურსის შესყიდვა;
7. მკითხველის შესახებ.


1. ადმინისტრაცია და სტრუქტურული ერთეულები

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკის სტრუქტურის შემადგენლობაში შედის: ბიბლიოთეკის უფროსი,  მთავარი სპეციალისტი, ორი უფროსი სპეციალისტი და  სპეციალისტი. 
ბიბლიოთეკის ადმინისტრაციისა და სტრუქტურული ერთეულების მთავარი დანიშნულებაა, ისეთი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობენ ბიბლიოთეკის ეფექტურ ფუნქციონირებასა და საერთაშორისო საბიბლიოთეკო სივრცეში არსებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
ბიბლიოთეკას გააჩნია უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების მარეგულირებელი დოკუმენტები.
ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია და სტრუქტურული ერთეული:
მთავარ ორიენტირს იღებს მომხმარებლის მოთხოვნილებების მაქსიმალურ გათვალისწინებასა და სერვისების მაღალ დონეზე;
აყალიბებს მისიას, პრინციპებსა და მიდგომებს, რომლებიც ზუსტად და ნათლად გამოკვეთს ბიბლიოთეკის დანიშნულებას;
განსაზღვრავს სამიზნე ჯგუფებსა და მომსახურების ფორმებს. ითვალისწინებს სხვადასხვა ასაკის, იურიდიული, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეთნიკური და მოქალაქობრივი სა ტატუსის მქონე პირთა საჭიროებს;
ქმნის ბიბლიოთეკის საქმიანობის მარეგულირებელ დოკუმენტებს (დებულება, ბიბლიოთეკარის სტანდარტი, პოლისები და ა.შ.) და ხელს უწყობს საბიბლიოთეკო სივრცეში მათ გავრცელებასა და დანერგვას;
გამოკვეთს სტარატეგიულ მიზნებსა და პრიორიტეტებს, გეგმავს შესაბამის ღონისძიებებს/აქტივობებს და ნერგავს პრაქტიკაში;
ქმნის ხელსაყრელ გარემოს ინოვაციური პროცესების დანერგვისთვის და უზრუნველყოფს მასში სოციუმის მაქსიმალურ ჩართულობას;
ხელს უწყობს პერსონალისა და სერვისების განვითარებას, პასუხისმგებლობას იღებს კოლექციების დაცვასა და გამდიდრებაზე, არსებული ფონდების ინვენტარიზაცია-ოპტიმიზაციაზე, ინფორმაციული წიგნიერებისა და დისტანციური განათლების დანერგვასა და გავრცელებაზე, სამკითხველო გარემოს გაუმჯობესებაზე;
მონაწილეობას იღებს ბიბლიოთეკის ბიუჯეტის განხილვასა და ფინანსების ეფექტური განაწილებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავებაში;
პერიოდულად აკეთებს ბიბლიოთეკაში არსებული სიტუაციის ანალიზს, ადგენს პრობლემებს, გეგმავს და ახორციელებს მათი მოგვარებისთვის ადექვატურ აქტივობებს;
ხელს უწყობს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კავშირების დამყარებას, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლა/გაზიარებას, ერთობლივი ღონისძიებების და შეხვედრების ორგანიზებას;
განხორციელებულ საქმიანობას ადასტურებს ადექვატური დოკუმენტებით, რომლებიც გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

1.ბათუმის საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკის უფროსი თანამდებობრივი ინსტრუქცია 
ბიბლიოთეკის უფროსის  საქმიანობის ძირითად ამოცანებს შეადგენს:
ბიბლიოთეკის მუშაობის ორგანიზაცია.
ბიბლიოთეკის სამეცნიერო და სამეურნეო საქმიანობის ხელმძღვანელობა.
ბიბლიოთეკის უფროსის დანიშვნა და განთავისუფლება ხდება  აკადემიის  რექტორის ბრძანებით.  ამ თანამდებობაზე ინიშნება   უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც გააჩნია აკადემიაში მუშაობის  არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
აკადემიის  ორგანიზაციული სტრუქტურის თანახმად ბიბლიოთეკის უფროსი უშუალოდ ემორჩილება აკადემიის რექტორს.
საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკის  უფროსი ვალდებულია:
საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დაამტკიცოს ბიბლიოთეკის სტრუქტურა.
კონტროლი გაუწიოს  საბიბლიოთეკო ფონდის ფორმირებას, ორგანიზაციას სისტემატიზაციასა  და შენახვას.
დაგეგმოს ბიბლიოთეკის საქმიანობა საზღვაო აკადემიის სამუშაო გეგმიდან გამომდინარე.
შეიმუშაოს ბიბლიოთეკის თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციები.
ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მართვის მოთხოვნებიდან გამომდინარე:
საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დაამტკიცოს ბიბლიოთეკის სტრუქტურა.
კონტროლი გაუწიოს  საბიბლიოთეკო ფონდის ფორმირებას, ორგანიზაციას სისტემატიზაციასა  და შენახვას.
დაგეგმოს ბიბლიოთეკის საქმიანობა საზღვაო აკადემიის სამუშაო გეგმიდან გამომდინარე.
შეიმუშაოს ბიბლიოთეკის თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციები.
ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მართვის მოთხოვნებიდან გამომდინარე :
გააცნოს ბიბლიოთეკის პერსონალს ხარისხის  სისტემის მონთხოვნები;
უზრუნველყოს ბიბლიოთეკაში ხარისხის სისტემის მოთხოვნათა დანერგვა და შესრულება.
მონაწილეობა მიიღოს აკადემიის ხარისხის სისტემის ნორმატიული ნორმატიული დოკუმენტაციის დამუშავებასა და  სრულყოფაში.
მოახდინოს პერიოდიული ცვლილებების შეტანა დოკუმენტაციაში.
ხარისხის სისტემის მოთხოვნების შესაბამისად მოახდინოს ყოველდღიურ შეუსაბამობათა რეგისტრაცია სპეციალურ ჟურნლში  და დასახოს  აღმოფხვრის ღონისძიებები.
ორგანიზაცია გაუკეთოს ნებისმიერ პრობლემის რეგისტრაციასა და იდენტიფიკაციას, რაც დაკავშირებულია მომსახურებასთან, მიმდინარე პროცესებთან და ხარისხის სისტემის მოთხოვნებთან.
შეიმუშაოს რეკომენდაციები მოქმედი დებულებებიდან და პროცედურიდან გამომდინარე.
იყოს პასუხისმგებელი დოკუმენტაციის იდენტიფიკაციაზე და მოქმედი ფორმების ჩამონათვალის შედგენაზე.
ორგანიზაცია გაუწიოს  იმ დოკუმენტაციის ანალიზს, შემოწმებასა და შეთანხმებას, რაზეც პასუხისმგებელია ბიბლიოთეკა.
ხარისხის სისტემის შემოწმების შედეგად, აღმოჩენილი შეუსაბამობების მაკორექტირებელი ქმედებების შემუშავებისა და უზრუნველყოფის ორგანიზებაზე.
ორგანიზება გაუკეთოს სამუშაო გეგმის პუნქტების დანერგვასა და შესრულებას.
დანიშნოს პასუხისმგებელი პირები ბიბლიოთეკაში მოქმედი დოკუმენტაციის აქტუალიზაციის დასადგენად და დოკუმენტაციაში ცვლილებების წარმოებისათვის.
ორგანიზაცია გაუკეთოს საქმეთა წარმოებისა და შენახვის შემოწმებას, თანახმად ბიბლიოეკის საქმეთა ნომენკლატურისა.
წარუდგინოს აკადემიის რექტორს წინადადებები ადექვატური რესურსების გამოსაყოფად, პერსონალის დასანიშნად და სხვა საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად.
მოამზადოს ბიბლიოთეკა ხარისხის სისტემის შიდა და გარე შემოწმებებისათვის.
იცოდეს საბიბლიოთეკო მუშაობასთან დაკავშირებული დებულებები, დადგენილებები ბრძანებები და ინსტრუქციები; ბიბლიოთეკათმცოდნეობის და ბიბლიოგრაფიის თეორია; საბიბლიოთეკო ფონდის შენახვის, აღწერისა და ფორმირების წესები; შრომის ორგანიზაციისა  და მართვის  საფუძვლები.
უფლება აქვს:
მისცეს მითითებები   და რეკომენდაციები ბიბლიოთეკის თანამშრომლებს  ყველა იმ საკითხზე რაც გათვალისწინებულია მოქმედი დებულებითა და კანონმდებლობით.
მოითხოვოს ბიბლიოთეკის თანამშრომლებისაგან განმარტებები მოქმედი წესებისა და დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
დამოუკიდებლად, თანამშრომელთა და ბიბლიოთეკის მკითხველთა ინტერესების გათვალისწინებით, შეიტანოს შესწორებები ბიბლიოთეკის სარგებლობის წესებში და სამუშაო დღის ორგანიზაციაში.
პასუხისმგებელია:
დროულად და ხარისხიანად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.
სამუშაოთა წარმოების დროს დაიცვას ხარისხის სისტემის მოთხოვნები.
შეიმუშაოს ბიბლიოთეკის პერსონალის თანამდებობრივი ფუნქციები და მოვალეობები.
ბიბლიოვეკის  ნორმატიული დოკუმენტების წარმოებაზე  და აქტუალიზაციაზე.
ბიბლიოთეკის საქმიანობის დაგეგმვაზე.
ხარისხის სისტემის მონაცემთა მართვაზე.
ახლადმიღებული პერსონალის ინსტრუქტირებასა და სტაჟირებაზე.
სახელმწიფო შეკვეთის, მოთხოვნის,  კონტრაქტის ანალიზის ჩატარებაზე.
შინაგანაწესისა და შრომითი დისციპლინის დაცვაზე.
კონფედენციალობის დაცვაზე.

2.ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიბლიოთკის მთავარი სპეციალისტი თანამდებობრივად ექვემდებარება ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას და მის მთავარ ამოცანას წარმადგენს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის აღრიცხვის, შენახვისა და წიგნადი ფონდის სარგებლობის წესების შესრულება.
იგი ვალდებულია :
განახორციელოს კონტროლი მკითხველთა დროულად მმსახურეობაზე;
ორგანიზაცია გაუკეთოს გამოფენებს ბიბლიოთეკის დარბაზში.
დააკომპლექტოს ბიბლიოთეკის ფონდი გასული წლების ცალკეული გამოცემებისა და მიმდინარე ლიტერატურის შეძენის გზით, აგრეთვე მოძველებული ლიტერატურის ფონდებიდან დროული ამოღებით.
სისტემატიურად დააკომპლექტოს ფონდები პროფილის შესაბამისად და ოპერატიულად უზრუნველყოს მათი ასახვა ბიბლითეკის საცნობო-საძიებო საშუალებებში.
იცოდეს ბიბლიოთეკამცოდნეობის, კატალოგების, სალიტერატურო ფონდის შედგენის და აღრიცხვის წესები.
უზრუნველყოს ფონდებიდან მოძველებული ლიტერატურის დროული ამოღება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება საინვენტარო და ჯამური აღრიცხვის წიგნებში.
მომზადოს სტატისტიკური მონაცემები მათი ანგარიშგებითი დოკუმენტების თანხლებით.
ყველა წარმოქმნილ პრობლემას, რომელიც ეხება ხარისხის მენეჯმენტის პროცესებს გაუკეთოს იდენტიფიკაცია ფა რეგისტრაცია.
ბიბლიოთეკის უფროსის /არ ყოფნის შემთხვევაში-მოადგილის/დავალებით განახორციელოს შეუსაბამობათა თამიმდევრული კორექტირება არადამაკმაკოფიკებელი მდგომარეობის სრულ აღმოფხვრამდე.
პასუხისმგებელია უზრუნველყოს ბიბლიოთეკის ფუნქციონირების დროული და სისტემატიური ორგანიზაცია. შრომის კანონმდებლობისა, სახანძრო უსაფრთხოების და  შრომის დისციპლინის დაცვა.
უფლება აქვს:
შეწყვიტოს მუშაობა შრომის მოქმედი წესებისა და ნორმის დარღვევის შემთხვევაში.
ბიბლიოთეკის შტემპელით სარგებლობისა.
ბიბლიოთეკის საქმეთა ნომენკლატურის თანახმად მიიღოს მონაწილეობა საქმეთა წარმოებისა და შენახვის შემოწმებაში.
მოითხოვოს მკითხველებისაგან ბიბლიოთეკით სარგებლობისა და მოხმარების წესების დაცვა.
პასუხისმგებელია:
დროულად და ხარისხიანად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები.
დაიცვას დისციპლინარული პასუხისმგებლობის, ეტიკისა და აკადემიის შინაგნაწესის მოთხოვნები.
ხარისხის მენეჯმენტის მოთხოვნათა შესაბამისად, მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულებისას პასუხისმგებელია დაიცვას პოლიტიკა, მიზნები და ამოცანები ხარისხის მართვის სფეროში.
აწარმოოს საინვენტარო აღრიცხვის წიგნი, ასევე სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება.
მოახდინოს დაკარგულ  წიგნების არსებული წესით(აქტით) საინვენტარო წიგნიდან გარიცხვა
დაიცვს კონფედენციალურობა.

3.უფროსი სპეციალისტი
უფროსი სპეციალისტის  მთავარი ფუნქციაა ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში სწავლება/სწავლის პროცესის დონის ამაღლებას.
უფროსი სპეციალისტის  პასუხისმგებელია ბიბლიოთეკის კოლექციების განვითარებაზე ორი ძირითადი მიმართულებით: სასწავლო და კვლევითი პროგრამებისთვის აუცილებელი საინფორმაციო რესურსების იდენტიფიკაცია; ახალი საინფორმაციო რესურსების შესწავლა, მათი სწავლებისა და კვლევით პროცესებში ინტეგრირება.
ვალდებულია:
ადგენს სასწავლო კურსებისა და კვლევითი პროგრამებისათვის შერჩეული მასალის ადექვატურობას და ადრებს ბიბლიოთეკაში არსებულ რესურსთან;
გამოკვეთს პრიორიტეტებს და ადგენს შესასყიდი საინფორმაციო რესურსების ნუსხას, წარუდგენს ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას;
ზრუნავს სასწავლო და კვლევითი პროცესებისათვის აუცილებელი მასალის ხელმისაწვდომობაზე;
ხელს უწყობს თანამედროვე საინფორმაციო რესურსების დანერგვას, რაც თავისთავად აუმჯობესებს სწავლებისა და კვლევის ხარისხს;
თვალყურს ადევნებს მსოფლიოში, საგამომცემლო სფეროში მიმდინარე სიახლეებს (ახალი წიგნები, სტატიები, ელექტრონული რესურსები და ა.შ. ) არჩევს და წარუდგენს საინტერესო და მნიშვნელოვან გამოცემებს ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას;
კონსულტაციას უწევს და ეხმარება სტუდენტებს მათთვის საინტერესო საკითხისთვის ბიბლიოგრაფიის მოძიებასა და შედგენაში;
განსაზღვრავს სამიზნე ჯგუფებს, არჩევს ადექვატურ მასალას და ახდენს საინფორმაციო რესურსების სოციალიზაცია/პოპულარიზაციას.
წარმართოს მუშაბა საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიული საქმიანობის გასაფართოებლად, წიგნადი ფონდის გამდიდრებისათვის.
ორგანიზაცია გაუწიოს და აწარმოოს კატალოგების შექმნა, საბიბლიოთეკო ფონდის კომპლექტაცია, მკითხველთა მომსახურეობა.
მიიღოს მონაწილეობა ბიბლიოთეკის სამუსაო გეგმის შექმნაში.
გაუწიოს ორგანიზაცია ბიბლიოგრაფიულ მაჩვენებელთა შექმნას, რაც ითვალისწინებს ლიტერატურის სარეკომენდაციო სიების, სბიბლიოგრაფო საკითხებთან დაკავსირებული მეთოდური მიტითებების, სხვადასხვა სამახსოვროების  და ლიტერატურის ცნობარების მომზადებას.
ყველა წარმოქმნილ პრბლემას, რომელიც ეხება ხარისხის სისტემის მენეჯმენტის პროცესებს გაუკეთოს იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია.
ბილიოთეკის უფროსის მითითებით განახორციელოს ქმედებები, ხარისხის სისტემის მენეჯმენტის შეუსაბამობათა აღმოსაფხვრელად.
ბიბლიოთეკის უფროსის მითითებით, დადგენილი წესის შესაბამისად აწარმოოს გადაწყვეტილებათა დანერგვის პროცესი მისი კომპეტენციის ფარგლებში.
ბიბლიოთეკის უფროსის მიტითებით, განახორციელოს შეუსაბამობათა თანმიმდევრული კორექტირება არადამაკმაკოფილებელი მდგომარეობის სრულ აღმოფხვრამდე.
იცოდეს საბიბლიოთეკო საქმიანობის წარმართვა, წიგნების კლსიფიკაციის სისტემა, კატალოგების შედგენის წესები, აწარმოოს სალიტერატურო ფონდის აღრიცხვა.
უფლება აქვს:
შეწყვიტოს მუშაობა შრომის კანონმდებლობის წესებისა და ნორმების დრღვევის შემთხვევაში.
სამუშაო დღის ნაწილი დაუთმოს საგაზეთო პუბლიკაციების და ახალშემოსული ლიტერატურის გაცნობას, სამუშაო ადგილის მომზადებას და მასალების ფონდში გნთავსებას.
პასუხისმგებელია:
დროულად და ხარისხიანად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები:
დაიცვას შრომითი დისციპლინა საზღვაო აკადემიის შინაგანაწესი.
ხარისხის მენეჯმენტის მოთხოვნათა შესაბამისად, მასზედ დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულებისას პასუხისმგებელია დაიცვას პოლიტიკა, მიზნები და ამოცანები ხარისხის მართვის სფეროში.
აწარმოოს დაკარგულ წიგნთა სანაცვლოდ შემოსული ლიტერატურის აღრიცხვის ჯურნალი.
დაიცვას კონფედენციალურობა.

3.1.უფროსი სპეციალისტი
თანამედროვე ბიბლიოთეკის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა არაწიგნადი ფონდების არსებობას. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია  ელექტრონული ფორმატის რესურსები. მათ შორის ინტერნეტ რესურსები. უფროსი სპეციალისტის
მოვალეობას წარმოადგენს:
მოიძიოს და ორგანიზება გაუწიოს ელექტრონულ რესურსებს;
ორგანიზაცია გაუწიოს ელექტრონული ბაზების ფორმირებასა და ფუნქციონირებას;
შექმნას ელექტრონული საძიებო კატალოგები;
უზრუველყოს ბიბლიოთეკის ინტერნეტ-მომსახურეობა;
აკონტროლოს ბიბლიოთეკის კომპიუტერული ქსელის გამართული მომსახურეობა;
მოიძიოს და დაამუშაოს დარგობრივი და თემატური ელექტრონული ლიტერატურა;
ხელმისაწვდომი გახადოს ინტერნეტ ბიბლიოთეკების გამოყენება;
მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ელექტრონული საიმეცნიერო ჟურნალები და საიტები.
უფლება აქვს:
შეწყვიტოს მუშაობა შრომის კანონმდებლობის წესებისა და ნორმების დრღვევის შემთხვევაში.
სამუსაო დღის ნაწილი დაუთმოს ინტერნეტპუბლიკაციებისა და ახალი ინტერნეტ რესურსების გაცნობასა და ფონდებში განთავსებას;
მოითხოვოს ბიბლიოთეკის კომპიუტერული ქსელის სარგებლობის წესების დაცვა;
ხელი შეუწყოს კანონმდებლობის დაცვით მასალების კოპირებასა და გამრავლებას.
პასუხისმგებელია:
დროულად და ხარისხიანად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები:
დაიცვას შრომითი დისციპლინა საზღვაო აკადემიის შინაგანაწესი.
ხარისხის მენეჯმენტის მოთხოვნათა შესაბამისად, მასზედ დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულებისას პასუხისმგებელია დაიცვას პოლიტიკა, მიზნები და ამოცანები ხარისხის მართვის სფეროში.
აწარმოოს ელექრონული რესურსების მომსახურეობა და მართვა.
დაიცვას კონფედენციალურობა.

4.სპეციალისტი
სპეციალისტის  მთავარი დანიშნულებაა, მკითხველს შეუქმნას პოზიტიური და კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო და გაუწიოს მაღალი ხარისხის მომსახურეობა. მათი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს კმაყოფილი მომხმარებელის რაოდენობას.
ვალდებულია:
უზრუნველყოს მკითხველის მოთხოვნათა შესწავლა და მატი წინადადებების შემუშავება მომსახურეობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით.
სამკითხველო დარბაზიდან მოთხოვნისამებრ გასცეს ლიტერატურა, მიიღოს მონაწილეობა ლიტერატურის დამუშავებაში, საბიბლიოთეკო ფონდის ორგანიზებაში.
უფლება აქვს:
შეწყვიტოს მუშაობა შრომის კანონმდებლობის წესებისა და ნორმების დრღვევის შემთხვევაში.
ბიბლიოთეკის ფუნქციონირებაში შეთანხმებით ჩააბას აკადემიური პერსონალი,
სისტემატიურად გაეცნოს საგაზეთო პუბიკაციებს, შემოსულ ლიტერტურას და მასალის ფონდებში განაწილებას.
მოითხოვოს მკითხველებისაგან ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების დაცვა.
პასუხისმგებელია:
დროულად და ხარისხიანად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები.
დაიცვას დისციპლინარული პასუხისმგებლობის, ტიკისა და აკადემიის შინაგანაწესის მოთხოვნები.
წესრიგზე სამკითხველო დარბაზში და წიგნთსაცავში.
საქმეთა წარმოებაზე და შენახვაზე ხარისხის სისტემის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
ინფორმაციის კონფედენციალურობის დაცვაზე.

5.ფინანსები
ბიბლიოთეკის ფინანსები წარმოადგენს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მთლიანი ბიუჯეტის ნაწილს და ემსახურება ბიბლიოთეკის მისიის, პრინციპებისა და მიდგომების შესრულებას. იგი ითვალისწინებს, ბიბლიოთეკაში არსებული კოლექციების გამდიდრებას, პერსონალის პროფესიულ განვითარებას, სერვისებისა და ფიზიკური გარემოს გაუმჯობესებას, თანამშრომელთა ხელფასებს და ა.შ.
ბიბლიოთეკის  ბიუჯეტი:
ლოგიკურ კავშირშია ბიბლიოთეკის მიერ დაგეგმილ საქმიანობასთან და ითვალისწინებს ფინანსების ეფექტურ გადანაწილებას;
ბიბლიოთეკის სტატეგიიდან გამომდინარე, ბიუჯეტში გამოკვეთილია პრიორიტეტული აქტივობების განხორციელებისთვის აუცილებელი რესურსი;
საბიუჯეტო პროცესის მონაწილე ყველა პირი პასუხისმგებელია მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, რასაც ადასტურებს მოთხოვნის შესაბამისად არსებული ყველა საჭირო დოკუმენტი და ანგარიში;
ბიბლიოთეკის მიერ წიგნადი ფონდის შესავსებად გაწეული ხარჯები ასახულია საინვენტარო წიგნში, რომელიც მოიცავს შესყიდული/ნაჩუქარი მასალის ღირებულებასა და მის შესახებ სხვა დამატებით ინფორმაციას (მაგ, საინვენტარო ნომერი, წიგნის ავტორი, სათაური და ა.შ);
განხორციელებული ფინანსური აქტივობების შესახებ ინფორმაცია (გარდა საიდუმლო
ინფორმაციისა), დაინტერესების შემთხვევაში, ხელმისაწვდომია ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის.

6.ბიბლიოთეკის სერვისები
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკის მომსახურეობის განყოფილებებია: სამკითხველო დარბაზი; ელექტრონული ბიბლიოთეკის სარგებლობის სივრცე, ჯგუფური მუშაობის სივრცე, სამრავლი ტექნიკის სივრცე.
ბიბლიოთეკის სერვისები განვითარებადია და ორიენტირებულია მომსახურების მაღალ დონეზე.

6.1. ხელმისაწვდომობა
ბიბლიოთეკას გააჩნია ვებ-გვერდი, რომელიც ასრულებს საინფორმაციო, საკომუნიკაციო და საგანმანათლებლო ფუნქციას; ბიბლიოთეკაში მიმდინარე სიახლეები ვებ-გვერდზე რეგულარულად იტვირთება და ახლდება;
ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებისა და მომსახურების სტანდარტების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ბიბლიოთეკის გზამკვლევში და ხელმისაწვდომია ყველა მკითხველისთვის, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული სახით;
ბიბლიოთეკის გზამკვლევი მოიცავს ბიბლიოთეკების ადგილმდებარეობის, სამუშაო საათების, კონტაქტების (ტელეფონი, ელ.ფოსტა), კატალოგების, ელექტრონული ბაზების, მკითხველის ბარათის გახსნისა და ვადის გაგრძელების, ბიბლიოთეკაში არსებული მასალის ცირკულაციის, ასლების გადაღებისა და ბეჭვდის, ქცევის წესების შესახებ ინფორმაციას; ასევე, განსხვავებული საჭიროების მქონე პირთა მიერ ბიბლიოთეკით სარგებლობის პოლისებს;

პერიოდულად ხდება გზამკვლევის გადახედვა/განახლება და ბიბლიოთეკაში მომხდარი სიახლეების საფუძველზე შედის მასში ცვლილება/ დამატებები;
ბიბლიოთეკაში შემოსული ახალი მასალების (ლიტერატურა, ვიდეო, აუდიო, ელექტრონული რესურსები და ა.შ) შესახებ ინფორმაცია, ანოტაციების სახით მიეწოდება შესაბამის დეპარტემენტებს, კვლევით ინსტიტუტებსა და აკადემიურ პერსონალს, ასევე თავსდება ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე;
პერიოდულად იქმნება ძირითადი ინსტრუქციები ბიბლიოთეკაში არსებული მასალის გამოყენების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს საუნივერსიტეტო სწავლების კურსებითა და კვლევითი პროგრამებით გათვალისწინებულ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების, დამუშავებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას;
ბიბლიოთეკა ღიაა ოფიციალურად გამოქვეყნებულ საათებში(კვირაში 6 დღე 09 სთ- დან :19  სთ- მდე) და ყველა სამკითხველო დარბაზი ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის. სამუშაო საათების შეცვლის შემთხვევაში დროულად ხდება ინფორმაციის გავრცელება (გარდა საგანგებო სიტუაციის) საინფორმაციო დაფებისა და ელექტრონული რესურსების საშუალებით;
მიმდინარე სიახლეების შესახებ შეტყობინებები პერიოდულად იკვრება ბიბლიოთეკისა და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურული ერთეულების საინფორმაციო დაფაზე, ასევე თავსდება ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე; შეტყობინებების განახლება ხდება მომხდარი ცვლილებების შესაბამისად;
სერვისების, მათი შეთავაზების საათების, ასევე შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ბიბლიოთეკის ყველა სამკითხველო დარბაზში თვალსაჩინო ადგილას;
ბიბლიოთეკა, საფოსტო მისამართზე, ელექტრონული ფოსტით ან წერილობით მიღებულ ინფორმაციას (მაგ: შეკითხვა, საჩივარი, მოთხოვნა და ა.შ) , პასუხუბს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ელექტრონული მომსახურების საშუალებით ელექტრონული კატალოგები და არსებული მასალის მონაცემთა ბაზები, ხელმისაწვდომია მკითხველისათვის ნებისმიერ დროს;

6.2. რესურსები, ფონდები და კატალოგები
ბიბლიოთეკაში არსებული მატერიალური რესურსი ემსახურება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის  მიზნების რეალიზებას, შეესაბამება საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებს;
ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი გამიჯნულია წიგნსაცავისგან და აღჭურვილია სტუდენტთა და მასწავლებელთა რაოდენობის შესაბამისი ინვენტარით;
ბიბლიოთეკას აქვს სასწავლო გეგმებისა და სტუდენტთა რაოდენობის შესაბამისი წიგნადი და არაწიგნადი ფონდი - ინფორმაციის აუდიო, ვიდეო და ციფრული ვერსიების სახით;
ბიბლიოთეკას აქვს სასწავლო გეგმებისა და სამეცნიერო პროგრამების შესაბამისი პერიოდიკა და ამ პერიოდიკაზე გაფორმებული მიმდინარე ხელმოწერები;
ბიბლიოთეკის ფონდი (როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული) შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსების სილაბუსებში მითითებულ ლიტერატურას;
ბიბლიოთეკისა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებლების მიერ, ’’საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’კანონის გათვალისწინებით, სტუდენტებისთვის დამზადებულია სპეციალური საკითხავები (ე.წ. ’’რიდერები’’), რომლებიც წარმოადგენს სასწავლო კურსების სილაბუსში მითითებულ სავალდებულო ლიტერატურის მზა კრებულს;
ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი წარმოადგენს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის  საკუთრებას;
ბიბლიოთეკაში არსებობს საბიბლიოთეკო პრინციპით მოწესრიგებული კატალოგები, როგორც ბარათული, ასევე ელექტრონული სახით;
ბიბლიოთეკის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია სამეცნიერო ელექტრონულ ბაზები.
ბიბლიოთეკას გააჩნია ელექტრონული ბიბლიოთეკის კომპიუტერული სივრცე.

6.3. წიგნის ცირკულაციის წესები
შემუშავებულია წიგნის ცირკულაციის წესები;
ბიბლიოთეკის ყველა მომხმარებელზე გახსნილია მკითხველის ბარათი
ყველა მკითხველისთვის ცნობილია მათი უფლება-მოვალეობანი;
მკითხველი, მის მიერ გამოწერილი წიგნის შესახებ ინფორმაციას იღებს მოთხოვნიდან არა უმეტეს 30 წუთისა (ხელმისაწვდომობაზე, გატანაზე, გატანის ვადებზე და ა.შ);
მკითხველს შეუძლია მისთვის საინტერესო წიგნის შეკვეთა ონლაინ რეჟიმშიც, სპეციალური ფორმის შევსებისა და გაგზავნის შემდეგ, მომხმარებელი მასალის ხელმისაწვდომობაზე ინფორმაციას იღებს არა უმეტეს 2 სამუშაო დღისა;
ბიბლიოთეკაში არსებული მასალიდან გარკვეული ნაწილის გატანა მკითხველის მიერ შესაძლებელია ბიბლიოთეკის გარეთ; გატანის წესების, ვადების, ასევე იმ რესურსების შესახებ ინფორმაცია, რომლის გატანაც არ შეიძლება ბიბლიოთეკიდან ცნობილია ყველა მკითხველისთვის;
წიგნის დაბრუნების ვადების გადადება და პირობები ცნობილია ყველა მკითხველისთვის;
მკითხველის მიერ ისეთი მასალის მოთხოვნისას, რომელიც უკვე გატანილია სხვა
მომხმარებლის მიერ ყველა წესისა და ვადის დაცვით, მას დროულად მიეწოდება ინფორმაცია მასალის მისაწვდომობის დროსა და ადგილზე;
ყველა სამკითხველო დარბაზში მოცემულია ინფორმაცია, დახურული საცავიდან მასალის გამოტანის სავარაუდო ვადებთან დაკავშირებით; მასალის ხელმისაწვდომობის დრო დამოკიდებულია შეკვეთის ადგილსა და მასალის ადგილმდებარეობაზე;
იმ შემთხვევაში თუ შეკვეთილი მასალა შეზღუდულია ან ვერ ხერხდება მისი მოძებნა, დროულად და სწარაფ (არა უგვიანეს ჩვეულებრივი ვადებისა) ხდება მკითხველის ინფორმირება და ალტერნატიული გზების შეთავაზება; მკითხველს ასევე შეუძლია ბიბლიოთეკათშორისი აბონიმენტით სარგებლობა;
სამკითხველო დარბაზის მიერ დაწესებული პოლისების თანახმად მასალა ინახება ჩამოსვლის ან უკანასკნელი კონსულტაციის შემდეგ გარკვეული პერიოდის (5 სამუშაო დღე) განმავლობაში, შემდეგ კი კვლავ წიგნსაცავში ბრუნდება. აღნიშნული პერიოდი და შესაბამისი პირობები მითითებულია ყველა სამკითხველო დარბაზში;
ბიბლიოთეკის ფარგლებში არსებულ მასალაზე, რომელიც გამოიყენება სხვა დარბაზში, მკითხველს მიეწოდება ინფორმაცია მოთხოვნიდან უახლოეს დროში;
შემუშავებულია და ბიბლიოთეკის ყველა მომხმარებლისთვის ცნობილია, წიგნის დაგვიანების, დაზიანების ან არდაბრუნების პირობებისა და შესაბამისი სანქციების შესახებ.

6.4. ’’რიდერით’’ სარგებლობა
სტუდენტების ’’რიდერებით’’ მუშაობას არეგულირებს წიგნის ცირკულაციის წესები;
ბიბლიოთეკაში არის ’’რიდერების’’ რამდენიმე ასლი და ხელმისაწვდომია ყველა სტუდენეტისა და დაინტერესებული პირისათვის.

6.5. კომპიუტერული მომსახურება
ბიბლიოთეკას გააჩნია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მატერიალური რესურსი, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი კომპიუტერები და ინტერნეტი, უკაბელო ინტერნეტი WI-FI, რომელიც ხელმისაწვდომია აკადემიის ყველა სტუდენტისა და აკადემიური პერსონალისათვის;
ბიბლიოთეკაში არსებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბაზა ხელს უწყობს საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის წარმოებას;
განსაზღვრულია ელექტრონული ბიბლიოთეკის კომპიუტერული ცენტრის პოლისები და ცნობილია ყველა მომხმარებლისთვის.

6.6. ასლის გადაღება და მასალის ამობეჭდვა
ასლის გადაღება და მასალის ამობეჭვდა შესაძლებელია ბიბლიოთეკის  დარბაზში, საავტორო უფლებების დაცვის ინსტუქციებისა და შენახვის მოთხოვნების შესაბამისად;
ასლის გადაღებისა და ამობეჭვდის პროცესი საბიბლიოთეკო სივრცეში კონტროლირებადია და უზრუნველყოფს მომხმარებლის მხრიდან მისი გამოყენების თანაბარ ხელმისაწვდომობას;
ასლის გადაღების მომსახურება შესაძლებელია წინასწარი შეკვეთის საფუძველზეც, რომელიც ორი სამუშაო დღის განმავლობაში სრულდება;

6.7. საინფორმაციო რესურსის შესყიდვა
ახალი მასალის (მაგ, წიგნი, პერიოდული გამოცემა, ელექტრონული ჟურნალების ბაზა, აუდიო-მასალა, ვიდეო-მასალა, კარტოგრაფიული და სანოტო გამოცემები) შეძენის შესახებ განაცხადს იღებს და განიხილავს ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია წინასწარ დადგენილი ვადებისა და ფორმის გათვალისწინებით; შესასყიდი საინფორმაციო მასალის ნუსხის წარდგენა შეუძლია აკადემიის აკადემიურ პერსონალს, კვლევითი პროქტების ხელმძღვანელს, ადმინისტრაციის თანამშრომელს;
ბიბლიოთეკა პრიორიტეტს ანიჭებს ისეთი მასალის შეძენას, რომელიც კურსის ხელმძღვანელების მიერ გათვალისწინებულია სილაბუსში ან/და ემსახურება უნივერსიტეტის კადრის პროფესიულ განვითარებას;
ნუსხის წარდგენა ხდება ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ვადებში, წელიწადში ორჯერ; ნუსხის წარმოდგენის ვადებს ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია აცნობებს უნივერსიტეტის ყველა პროფესორს ბოლო ვადამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე;
ბიბლიოთეკის უფროსი და აკადემიის ადმინისტრაცია უზრუნველყოფენ მასალის შესყიდვას საბოლოო სიის დადგენიდან არა უგვიანეს სამი თვის ვადაში;
ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს შეკვეთილი მასალის სტატუსის შესახებ ინფორმაციის რეგულარულად მიწოდებას.

7. მკითხველის შესახებ
მკითხველები დაყოფილია კატეგორიებად და განსაზღვრულია მათ მიერ ბიბლიოთეკის რესურსებითა და სერვისებით სარგებლობის წესები;
ბიბლიოთეკაში არსებობს მკითხველთა ფორმულარი და სარეგისტრაციო ჟურნალი;
მკითხველი იცნობს ბიბლიოთეკის მომსახურების ფორმებსა და საკუთარ უფლება-მოვალეობებს; მკითხველი იცავს ბიბლიოთეკის მიერ დადგენილ წესებსა და ინსტრუქციებს;
მკითხველი გამოხატავს პატივისცემას, როგორც პერსონალის, ასევე სხვა მომხმარებლის მიმართ;
მკითხველი უფრთხილდება და პასუხისმგებლობით ეკიდება ბიბლიოთეკის არსებულ რესურსს;
შექმნილია საუკეთესო მკითხველის შეფასების კრიტერიუმები და განსაზღვრულია მათთვის განკუთვნილი ბონუს-სისტემები;