.:ბათუმის საზღვაო აკადემია:.
     
 
 
 
 
     
     
  .:ბათუმის საზღვაო აკადემია:.

წიგნის გატანა

წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკის დარბაზზე/ბიბლიოთეკაზე.
ბიბლიოთეკით სარგებლობისათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.
ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსებისა და მომსახურებით სარგებლობის პირობები განისაზღვრება მკითხველის კატეგორიის მიხედვით:

  • აკადემიის ბაკალავრიატის სტუდენტები
  • აკადემიის უმაღლესი პროფესიული პროგრამების სტუდენტები
  • აკადემიის მაგისტრანტები
  • აკადემიის აკადემიური პერსონალი
  • აკადემიის თანამშრომლები
  • მოწვეული პროფესორები/ასოცირებული მკვლევარები
  • აკადემიის კურსდამთავრებულები
  • აკადემიის სტუმარი პროფესორები/მკვლევარები/სტუდენტები
  • აკადემიის სხვა სტუმრები
  • უნივერსიტეტის სტუმრებს შეუძლიათ ბიბლიოთეკის რესურსებითა და სერვისებით სარგებლობა დარბაზში.
  • საზღვაო დარგის სპეციალისტები
  • ტრენაჟორული და სერთიფიცირებული ცენტრის მსმენელები.
  • სახელობო სპეციალობების პროფესიული სტუდენტები.

ბიბლიოთეკის აქტიური ფონდის შეზღუდული რაოდენობის წიგნებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ სამკითხველო დარბაზში.

 

წიგნის გატანა
ჩვენი აკადემიის ბიბლიოთეკის მომხმარებლი და მკითხველები
ბიბლიოთეკის რესურსებითა და სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც წარმოადგენენ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკაში გაწევრიანების დამადასტურებელ დოკუმენტს.
ქვემოთ მოყვანილი პირობები ვრცელდება მხოლოდ წიგნებზე.

ბიბლიოთეკის ფონდის შემადგენელი სხვა ერთეულების გატანაზე ვრცელდება სხვა წესები.

როგორ გამოვიწერო წიგნი?
მას შემდეგ, რაც მკითხველმა იპოვა მისთვის საინტერესო წიგნი ბარათულ ან ელექტრონულ კატალოგში, ის ავსებს სპეციალურ ფორმას და აბარებს ბიბლიოთეკარს. ბიბლიოთეკარი აცნობებს მკითხველს შეუძლია თუ არა მას აღნიშნული წიგნის გატანა. საინტერესო წიგნის შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში. ამისათვის, გთხოვთ, შეავსოთ  ფორმა.
მოთხოვნიდან არა უმეტეს 30 წუთისა თქვენ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენი შეკვეთის შესახებ, კერძოდ ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის საინტერესო წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში;
თუ წიგნი არ არის ჩვენს ბიბლიოთეკაში, შეგიძლიათ თუ არა ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით მისი მიღება; იმ შემთხვევაში თუ წიგნი არ მოიპოვება ჩვენს პარტნიორ ბიბლიოთეკებში, სად შეგიძლიათ მისი მოძიება.
- ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის საინტერესო წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში;
- შეგიძლიათ თუ არა წიგნის გატანა;
- რამდენი დღით შეგიძლიათ წიგნის გატანა;
- სად და როდის შეგიძლიათ წიგნის გატანა;
- თუ წიგნი არ არის ჩვენს ბიბლიოთეკაში, შეგიძლიათ თუ არა ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით მისი მიღება;
- იმ შემთხვევაში თუ წიგნი არ მოიპოვება ჩვენს პარტნიორ ბიბლიოთეკებში, სად შეგიძლიათ მისი მოძიება.

რომელი წიგნის გატანა შემიძლია?
თითოეული წიგნის გატანა/არგატანა დამოკიდებულია წიგნის კატეგორიაზე, რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე.
ბიბლიოთეკიდან არ შეიძლება გავიტანოთ:
წიგნი, რომლის მხოლოდ ერთი ეგზემპლარია ბიბლიოთეკაში
პერიოდული გამოცემები (ჟურნალები, გაზეთები)
რარიტეტები (იშვიათი გამოცემები, ძველი წიგნები)
ვიდეო და აუდიო მასალა (DVD, CD)
ლექსიკონები
ენციკლოპედიები

რა ვადით შემიძლია წიგნის გატანა?

წიგნის გატანის ვადა დამოკიდებულია ბიბლიოთეკაში წიგნის კატეგორიაზე, რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე:
მხატვრული ლიტერატურა -- 2 თვე
სახელმძღვანელო (იმ შემთხვევაში თუ ბიბლიოთეკაში გვაქვს საკმარისი რაოდენობა) - 1 სემესტრი
სახელმძღვანელო (იმ შემთხვევაში თუ ბიბლიოთეკაში არ გვაქვს საკმარისი რაოდენობა) - 1-7 დღე
რიდერი - 1 სემესტრი
სხვა კატეგორიის წიგნი -- 14-30 დღე
ბიბლიოთეკიდან გატანილი ნებისმიერი კატეგორიის წიგნი შეიძლება მოითხოვოს სხვა მკითხველმა. შესაბამისად, ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია გთხოვთ დააბრუნოთ თქვენს მიერ გატანილი წიგნი.
გაცემის თარიღის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მითითებულია წიგნის ბარათზე წარმოადგენს ოფიციალურ შეტყობინებას წიგნის დაბრუნების ვადის შესახებ. მკითხველი ვალდებულია მითითებულ ვადაში დააბრუნოს გატანილი წიგნი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნულ წიგნს არ ითხოვს სხვა მომხმარებელი. მომხმარებელი პასუხისმგებელია გატანილი წიგნის დროულ დაბრუნებასა თუ ვადის გაგრძელებაზე.
წიგნის გატანის ვადა დამოკიდებულია ბიბლიოთეკაში წიგნის კატეგორიაზე, რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე:

რამდენი წიგნის გატანა შემიძლია?
ჩვენი ბიბლიოთეკიდან (იგულისხმებადარბაზი/ბიბლიოთეკა და წიგნსაცავი) ერთდროულად აკადემიის ბიბლიოთეკიდან შესაძლებელია შემდეგი რაოდენობის წიგნების გატანა: აკადემიური პერსონალისთვის 30 ერთეული, ბაკალავრიატის სტუდენტათვის 15 ერთეული; მაგისტრანტებისთვის 20  ერთეული; სხვა კატეგორიის მკითხველთათვის 5 ერთეული.

როგორ გადავავადო წიგნის დაბრუნება?
წიგნების დაბრუნების ვადის გადადება შეგიძლიათ პირადად. წიგნის დაბრუნების ვადის გადადება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ წიგნზე არ არის მოთხოვნა და მას განსაზღვრავს ბიბლიოთეკარი.

რა პირობებია წიგნის დაგვიანების, დაზიანების ან არდაბრუნების შემთხვევაში?

წიგნის დაბუნების ვადის გასვლიდან 14 დღის შემდეგ, თქვენ ვეღარ შეძლებთ ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსებისა და სერვისებით სარგებლობას.
წიგნის დაბრუნების ვადიდან 35 დღის გასვლის შემდეგ, გატანილი წიგნი ავტომატურად ითვლება დაკარგულად. თქვენ ვალდებული იქნებით გადაიხადოთ ჯარიმა, რომელიც დაანგარიშდება შემდეგნაირად:
წიგნის ღირებულებას* + 50 ლარი.
ჯარიმის გადახდა შესაძლებელია ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ანგარიშზე.
დავალიანების მქონე სტუდენტი ვერ გაივლის რეგისტრაციას მომავალი სემესტრისათვის.
დავალიანების მქონე სტუდენტებზე არ გაიცება დიპლომები.
გაითვალისწინეთ, რომ შეტყობინების მიუღებლობა არ გათავისუფლებთ წიგნის დაგვიანების შემთხვევაში განსაზღვრული სანქციებისგან.
* თითოეული წიგნის ღირებულება განსაზღვრულია და დაფიქსირებულია ბიბლიოთეკის საინვენტარო დოკუმენტებში.
* დიპლომის ასაღებად სტუდენტი სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად წარადგენს ე.წ. ”შემოვლით ბარათს”, რომელიც დაადასტურებს, რომ მას არ აქვს ბათუმის საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკის წინაშე დავალიანება.

რა შემთხვევაში ვიღებ გაფრთხილებას ბიბლიოთეკის ადმინისტრაციისგან?
წიგნის დაბრუნების ვადის მოახლოება ჩვენი ბიბლიოთეკარი გიგზავნით გაფრთხილებას წიგნის დაბრუნების ვადის მოახლოების შესახებ, ვადამდე ორი დღით ადრე.
წიგნის დაბრუნების ვადის გასვლა
ჩვენი ბიბლიოთეკარი გიგზავნით პირველ გაფრთხილებას წიგნის დაბრუნების ვადის გასვლიდან ერთი დღის შემდეგ.
ჩვენი ბიბლიოთეკარი გიგზავნით მეორე გაფრთხილებას წიგნის დაბრუნების ვადის გასვლიდან შვიდი დღის შემდეგ.
ჩვენი ბიბლიოთეკარი გიგზავნით მესამე გაფრთხილებას და გაცნობებთ, რომ თქვენ აღარ შეგიძლიათ  ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსებითა და მომსახურებით სარგებლობა.

ჩვენი ბიბლიოთეკარი გიგზავნით მეოთხე გაფრთხილებას და გაცნობებთ დაკარგული წიგნისთვის დადგენილ ჯარიმას.
შეტყობინება წიგნის მოთხოვნის შესახებ ჩვენი ბიბლიოთეკარი გიგზავნით შეტყობინებას წიგნის სხვა პირისგან მოთხოვნის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა გასულია თუ არა წიგნის დაბრუნების ვადა. შეტყობინებაში მითითებულია კონკრეტული თარიღი, როცა თქვენ ვალდებული ხართ გატანილი წიგნი დააბრუნოთ ბიბლიოთეკაში. შეტყობინებაში მითითებული ვადა ითვლება წიგნის დაბრუნების ვადად და დაგვიანების შემთხვევაში ვრცელდება განსაზღვრული სანქციები.