.:ბათუმის საზღვაო აკადემია:.
     
 
 
 
 
     
     
  .:ბათუმის საზღვაო აკადემია:.

მისია

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკა წარმოადგენს საინფორმაციო რესურს ცენტრს, რომელიც პასუხისმგებელია მასში არსებული წიგნადი კოლექციების, ფონდების დაცვასა და განვითარებაზე, ასევე იგი მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან სერვისებს, რაც მაქსიმალურად ხელმისაწვდომს და ადვილად გამოყენებადს ხდის საინფორმაციო რესურსებს, ამავდროულად იგი ხელს უწყობს აკადემიური პროცესების ხარისხის ზრდას და მომხმარებლის ინტეგრირებას გლობალურ საინფორმაციო საზოგადოებაში.

ბათუმის საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკა საზღვაო ტექნიკური ლიტერატურის ერთადერთი სპეციალიზირებული ბიბლიოთეკაა საქართველოში, მისი რესურსები ხელმისაწვდომია საზღვაო დარგში დასაქმებული ნებისმიერი სპეციალისტისთვის.