.:ბათუმის საზღვაო აკადემია:.
     
 
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
 
 
 
     
     
  .:ბათუმის საზღვაო აკადემია:.

ბიბლიოთეკათაშორისი აბონიმენტი

ბიბლიოთეკა ყველა დაინტერესებულ მკითხველს სთავაზობს ბიბლიოთეკათშორისი აბონიმენტით მომსახურებას, რომელიც გულისხმობს სხვა ბიბლიოთეკიდან დროებით ისეთი კოლექციებით სარგებლობას, რომელიც ჩვენს ბიბლიოთეკაში არ მოიპოვება.

ბიბლიოთეკათშორისი აბონიმენტით სარგებლობისთვის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა და თანამშრომლებმა უნდა შეავსონ  შეკვეთის ბარათი და დატოვონ ბიბლიოთეკაში, ან ისარგებლონ ’’შეკითხვა ბიბლიოთეკარს’’ სერვისით, ხოლო გარეშე მკითხველებმა სასურველი წიგნის შეკვეთამდე,  გაიარონ რეგისტრაცია.

ჩვენი აკადემიის წარმომადგენლებს წიგნის გატანა შეუძლიათ 10 სამუშაო დღის განმავლობაში, დანარჩენ მომხმარებელს კი უფლება აქვთ გამოწერილი ლიტერატურით ისარგებლონ ადგილზე, სამკითხველო დარბაზში.